ბანაკის ტრადიციები 2015 წლიდან

სადაც ბავშვები იზრდებიანYMCA Camp Orange

სადაც ნამდვილი თავგადასავალი იწყება - ზაფხული, სავსე ზრდით, მეგობრობით და აღმოჩენებით

დარეგისტრირდი

Camp Orange YMCA · საქართველო

ძვირფასო მშობლებო,

მადლობა, რომ თქვენი შვილისთვის Camp Orange YMCA აირჩიეთ - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საზაფხულო ბანაკი, რომელსაც 10 წელზე მეტი ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ჩვენი YMCA პარტნიორები 100 წელზე მეტია საბანაკე მომსახურებას ქმნიან.

გვინდა ყველა 7-დან 17 წლამდე ბავშვმა, თავი იგრძნოს საკუთარ სახლში - ჰქონდეს თავისუფლება, შეიძინოს ახალი მეგობრები, განივითაროს სოციალური და ლიდერული უნარები, და შექმნას დაუვიწყარი მოგონებები.

400+ბავშვი ყოველ ზაფხულს
10+წლის გამოცდილება საქართველოში
100+წელი YMCA-ს საბანაკე ისტორია
7–17წლის ასაკობრივი ჯგუფი

თითოეული ნაკადი ერთი კვირის ხანგრძლივობისაა - ეს ოპტიმალური პერიოდია: საკმარისი, რომ ბავშვმა ნამდვილი კავშირები დაამყაროს და საკმარისად კომფორტული, განსაკუთრებით პირველად ბანაკელთათვის.

პროგრამა გაჯერებულია არაფორმალური განათლების ელემენტებით: თამაშები, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები ღია ცის ქვეშ - ყველაფერი YMCA-ს ღირებულებებზე დაყრდნობით: პატივისცემა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა.

უსაფრთხოება და კომუნიკაცია

საერთაშორისოდ გამოცდილი, ბავშვებთან მუშაობისადმი თავდადებული გუნდი
პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე, ამბულატორია 5 წუთის სავალზე
ყოველდღიური ფოტო-განახლებები მშობლებისთვის
პირდაპირი კავშირი ბანაკის კოორდინატორებთან
Google Reviews

მარინე კ.

ივნისი 2024

ჩვენი შვილი 3 წელია ბანაკში დადის და ყოველ ჯერზე სახლში ახალი მეგობრებით და ღიმილით ბრუნდება. გუნდი ნამდვილად ზრუნავს ყოველ ბავშვზე.

რატომ CAMP ORANGE?

უსაფრთხო გარემო და პასუხისმგებლიანი გუნდი

Camp Orange-ში ბავშვის უსაფრთხოება პირველ ადგილზეა - როგორც ფიზიკური, ისე ემოციური. ყველა აქტივობა მიმდინარეობს გამოცდილი ლიდერების ზედამხედველობით, მკაფიო წესებით და ყურადღებით. მშობელს შეუძლია იცოდეს, რომ მისი შვილი არის გარემოში, სადაც მასზე მართლა ზრუნავენ.

გარემო, სადაც ბავშვი იზრდება

YMCA-ს ღირებულებებზე დაფუძნებული Camp Orange ბავშვებს აძლევს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ გართობას - დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას, მეგობრობას და საკუთარ თავში რწმენას. აქ ბავშვები სწავლობენ გუნდურობას, კომუნიკაციას და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაბიჯებას უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.

გუნდი, რომელსაც მშობლები ენდობიან

Camp Orange-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო საბანაკე კულტურა და ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა. თითოეულ ბავშვზე ზრუნვა, ინდივიდუალური მიდგომა, ემოციური მხარდაჭერა და ყურადღება აქ რეალურად პრიორიტეტია - ამიტომ ბევრი ოჯახი ბანაკს ყოველწლიურად უბრუნდება.

თავგადასავლები და აქტივობები, რომლებიც ეკრანს ანაცვლებს

Camp Orange ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ამერიკული სტილის საბანაკე გამოცდილება შექმნა - ლაშქრობები, ცოცვა, სპორტი, მშვილდოსნობა, წყლის აქტივობები, საღამოს პროგრამები და მუდმივი მოძრაობა. ბავშვი ბრუნდება არა მხოლოდ ნასიამოვნები, არამედ გამოცდილებით სავსე და უფრო თავდაჯერებული.

YMCA CAMP ORANGE - საზაფხულო ბანაკი საქართველოში